ვებგვერდის schoolpodolog.ge გამოყენება ექვემდებარება ინდმეწარმე ტატიანა ქავთარაძის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 42301043840) მიერ დადგენილ პირობებს.
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს წესები და პირობები, რომლებიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებსაიტის გამოყენებას. თუ არ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს, გთხოვთ, არ გამოიყენოთ ჩვენი ვებგვერდი.
ვებგვერდის schoolpodolog.ge მონახულებით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით მითითებულ პირობებს, რომლებიც შეიძლება დროდადრო შეიცვალოს ინდმეწარმე ტატიანა ქავთარაძის მიერ ცალმხრივად, რაც ჩაიწერება ამ საიტზე და ავტომატურად ნიშნავს თქვენს მიერ შესაბამისი პირობების მიღებას. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში, განკუთვნილია ჩვენი კურსის შესწავლით დაინტერესებული პირებისთვის.
გადახდის პოლიტიკა
გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო მეთოდით. შეკვეთის განთავსებისას მომხმარებელი გადამისამართებულია გადახდის გვერდზე, სადაც ავსებს საბანკო ბარათის ინფორმაციას. ამ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ ხდება გადახდის დავალების დამუშავება და დადასტურება ბანკის მიერ. schoolpodolog.ge არ აქვს წვდომა არც გადახდის გვერდზე და არც მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე. თუ გადახდა წარმატებით დასრულდა, ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება შესაბამისი ინფორმაციით. გადახდის პროცედურის დასრულების შემდეგ მომხმარებელი იღებს ელ.წერილს, რომელიც ადასტურებს შეკვეთის წარმატებით დასრულებას.
გაკვეთილების შეძენა და წვდომა. მას შემდეგ რაც დარეგისტრირდებით და ყიდულობთ გაკვეთილებს, თქვენ მიიღებთ წვდომას გაკვეთილის შინაარსზე ჩვენგან ჩვენი ონლაინ პლატფორმის საშუალებით. ეს წვდომა არ გაძლევთ უფლებას გაყიდოთ გაკვეთილის შინაარსი რაიმე ფორმით, მათ შორის ანგარიშის ინფორმაციის გაზიარებით ან გაკვეთილის შინაარსის უკანონო ჩამოტვირთვისა და გავრცელებით. კონკრეტულად, ჩვენ გთავაზობთ შეზღუდული, არაექსკლუზიური, არატრანსფერული წვდომის კურსს და ნახვას, რომლისთვისაც თქვენ გადაიხადეთ ყველა საჭირო საფასური, მხოლოდ თქვენი პირადი, არაკომერციული, საგანმანათლებლო მიზნებისთვის. აკრძალულია ნებისმიერი სხვა გამოყენება.
დაბრუნების პოლიტიკა
თუ პროგრამაში აღმოჩნდება ჩვენი მიზეზით დაშვებული შეცდომა ან სხვა რამ ხარვეზი, მაგალითად, თუ ვერ იტვირთება პროგრამა, ჩვენ ამ ხარვეზს აღმოვფხვრით, მაგრამ არ დაბრუნება ფულადი კომპენსაცია თუ ერთი გაკვეთილის ნაწილი მაინც იქნება ნანახი- ამიტომ მომხმარებელს აქვს საშუალება დეტალურად ნახოს და წინასწარ შეაფასოს რამდენად ჭირდება ესა თუ ის კონკრეტული კურსი.